OKAYNESS-ის ბიზნეს საკონსულტაციო გუნდი უზრუნველყოფს თითოეული პროექტის ინდივიდუალური მიდგომით განხორციელებას. OKAYNESS - ი თქვენი კომპანიის მმართველ გუნდთან ერთად მოახდენს არსებული სურათის და დასახული მიზნების შესწავლას. მიღებული ინფორმაციის შესაბამისად OKAYNESS - ის პროფესიონალთა გუნდი შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას. დამკვეთი კომპანიის დიაგნოზის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების შესაბამისად OKAYENSS - ის პროფესიონალებთან ერთად ტარდება წინასწარი სამუშაოები, იგეგმება საუკეთესო გამოსავალი და დაინტერესებულ კომპანიას ვუბრუნდებით კონკრეტული ხედვით.
ბიზნეს საკონსულტაციო პროექტი ორ მიმართულებას მოიცავს:
1. საკონსულტაციო მომსახურება (პროექტის შედგენა)
2. პროექტში შემავალი ყველა მიმართულების აღსრულება (იმპლემენტაცია) დაინტერესებულ კომპანიას აქვს შესაძლებლობა აირჩიოს ორივე მიმართულება ერთად ან ცალ - ცალკე. ბიზნეს პროექტის ფარგლებში OKAYNESS - ის ბიზნეს პარტნიორთა გუნდი სრულად ფარავს შემდეგ მიმართულებებს:
• ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება (იერარქია);
• გაყიდვები (გაყიდვების სტრატეგია, ალტერნატიული გაყიდვების არხები, პორტფელის მართვა, გაყიდვების გუნდის დაკომპლექტება, ონბორდინგი, განვითარება, მოლაპარაკების ტექნიკები, რეპორტი/საბონუსე სისტემა/მოტივაცია);
• კომპანიის და მასში შემავალი პროდუქტების ცნობადობის გაზრდის აქტივობები, სეგმენტაცია, საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა;
• პროდუქტების დახვეწა (გამარტივება, შეცვლა, ბენეფიტების დამატება);
• რეპუტაციული და საოპერაციო რისკები გაყიდვებში და პროდუქტის მენეჯმენტში;
• HR კონსულტაცია ბიზნესში და ქოუჩინგის ელემენტები გუნდის შერჩევის და მართვის პროცესებში;
• კლიენტების მომსახურების სისტემის დაგეგმვა და განვითარება;
• ხარისხის მართვისა და კონტროლის უზრუნველყოფა მომსახურებაში;
• მედია კომუნიკაციის კონსულტანტის მომსახურეობა.