ტრეინინგები და ვორქშოფები
OKAYNESS -ი გთავაზობთ უწყვეტი განათლების პრინციპების საფუძველზე თქვენს კომპანიაში ძლიერი გუნდის შექმნას. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი კომპანიის მიზნების, ამოცანებისა და ორგანიზაციული პროცესების მართვის შესახებ ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენი პროფესიონალები თქვენთან პარტნიორობით უზრუნველყოფენ მენეჯმენტში ქოუჩინგური მიდგომების დანერგვას, ეფექტურ კომუნიკაციას, სტრესულ გარემოში მუშაობას, კონფლიქტების მართვას, ლიდერობისა და მოტივაციის გაუმჯობესებას. ტრეინინგისა და ვორქშოფის მონაწილეები შეისწავლიან გუნდური ინტელექტის ჩამოყალიბებას, გუნდური მუშაობის ეფექტურობის გაზრდისთვის. პრაქტიკული სავარჯიშოები მონაწილეებს დაეხმარება გუნდის შესასრულებელი სამუშაოების პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში. ბიზნეს ინსტრუმენტების თეორიულ სწავლებასთან ერთად გაიმართება რეალური პრაქტიკული სავარჯიშოების განხილვა, OKAYNESS - ის შექმნის თქვენი კომპანიის საჭიროებებზე დამყარებულ ტრეინინგებსა და ვორქშოფებს, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს განიმტკიცონ პრაქტიკაში განსახორციელებელი უნარები მაღალ ეფექტური გუნდის შესაქმნელად და გუნდთან ნდობაზე დამყარებული ქცევის შესანარჩუნებლად.
ტრეინინგები და ვორქშოფები:
• ქოუჩინგური მართვის მეთოდები მენეჯმენტში
• ქოუჩინგი ლიდერებისთვის
• მაღალეფექტური გუნდური ქოუჩინგი
• თანამშრომლების მოტივაციის შექმნა და შენარჩუნება
• ეფექტური კომუნიკაცია და კონსტრუქციული უკუკავშირი
• სტრესულ სიტუაციებში ეფექტური ლიდერის მართვის უნარები
• ქოუჩინგური კითხვები ორგანიზაციის მიზნების სწორად დასახვისთვის