პიროვნული განვითარება და ტრანსფორმაციული სამაგიდო თამაშები
პიროვნული განვითარება და ტრანსფორმაციული სამაგიდო თამაშები
OKAYNESS - ის პროფესიონალი ქოუჩები გთავაზობენ ყველაზე ჯადოსნურ და ამავდროულად ეფექტურ მეთოდს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნილი პრობლემის ან გამოწვევის ეფექტურად გადაჭრას თამაშის გზით. ტრანსფორმაციული თამაში - არის ფსიქოლოგიურ/ქოუჩინგური ხასიათის სამაგიდო თამაში. მისი დანიშნულებაა დაეხმაროს თანამედროვე ადამიანებს სტრესთან ბრძოლაში, გააუმჯობესოს მათი ემოციური ფონი, აუმაღლოს ცნობიერება, მოკლე დროში განუსაზღვროს /დაანახოს მიზანი და მიაღებინოს სწორი გადაწყვეტილებები ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
• საკუთარი პოტენციალის უკეთ გაცნობიერება;
• შინაგანი შიშების და რწმენა წარმოდგენების იდენტიფიკაცია და დაძლევა;
• საკუთარი თავის თამამად გაცხადება საზოგადოებაში;
• ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება;
• პირადი ურთიერთობების დალაგება;
• საყვარელი საქმის / მიმართულების აღმოჩენა;
• ცვლილებები ცხოვრებაში (ახალ სამსახურში გადასვლა, ახალი ბიზნესის დაწყება,ბიზნესის გაფართოება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ახალი ურთიერთობის დაწყება და ა. შ)
ადამიანის სტრუქტურაზე დაფუძნებული ჯგუფური ტრანსფორმაციული თამაშების მონაწილეები ქმნიან ახალ რეალობას. განსხვავებული გამოცდილება, შეხედულებები და ღირებულებები პრობლემის ახლებურად გადაწყვეტის შესაძლებლობას აძლევს თითოეულს. თამაშის ფუნდამენტური მიდგომა კი საკუთარი „მე“-ს პოვნაში ეხმარება მათ. ყველა ტრანსფორმაციულ თამაშს თან სდევს ცნობიერებაში მომხდარი მოულოდნელი გარდასახვები და ინსაითები, რაც მათ შემდგომ პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოსაყენებლად უფრო დასამახსოვრებელს ხდის. თამაშის შემდეგ აუცილებლად იწყება შეუქცევადი და პოზიტიური ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში.