კორპორატიული ქოუჩინგ სესიები
OKAYNESS -ის პროფესიონალ ქოუჩთა გუნდი უზრუნველყოფს კომპანიის მენეჯერული რგოლისთვის ინდივიდუალური სესიების ჩატარებას, რაც მათ დაეხმარებათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის გაუმჯობესებაში. სრულყოფილი ეფექტის მისაღებად მნიშვნელოვანია მონაწილეებისთვის ლიდერის როლში შესვლისა და შესწავლილი ტექნიკების იმპლემენტაციის ფაზაში, არსებული გამოწვევების დაძლევა ინდივიდუალური ქოუჩ სესიების ხელშეწყობით. სესიების შემდეგ მენეჯერებს ეცოდინებათ ქოუჩინგური მართვის მეთოდები და გუნდის წევრების მოტივაციის ამაღლების ნეიროლინგვისტური პროგრამირების (NLP) ტექნიკები.
აღნიშნული ცოდნა მათ დაეხმარებათ მოახდინონ საერთო/ორგანიზაციული მიზნებისა და ხედვის გაერთიანება გუნდში. ეცოდინებათ თუ როგორ შეუწყონ ხელი ღია და შემოქმედებით დიალოგს გუნდური დისკუსიების დროს, როგორ გაააქტიურონ კრეატიული და ლოგიკური აზროვნების პროცესები. ინდივიდუალური სესიები მათ დაეხმარებათ გუნდში სტრესული სიტუაციებისა და კონფლიქტების მართვაში. კომპანიის ინდივიდუალური სესიები განკუთვნილია:
• აღმასრულებელი მენეჯმენტისთვის
• საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის
OKAYNESS -ის პროფესიული ქოუჩების გუნდი უზრუნველყოფს ინდივიდუალურ სესიებს ნებისმიერი მსურველისთვის ვინც ფიქრობს, რომ დადგა ცვლილებების დრო, ვისთვისაც პიროვნული განვითარება პრიორიტეტულია და ხვდება რომ საჭიროა ცვლილებები, ვისთვისაც დასახული მიზნის სრულყოფაში მოყვანას მოტივაციის მომატება სჭირდება, ვინც აცნობიერებს რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შესაქმნელად საჭიროებს ფუნდამენტალურ ღირებულებებთან თანხვედრაში მოიყვანოს ცხოვრებისეული პრინციპები. ინდივიდუალური სესიების ფარგლებში OKAYNESS -ი იქნება თქვენი პარტნიორი და მხარდამჭერი სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში უკეთ გასარკვევად, დასახული მიზნების, სწორი ნაბიჯებით განსახორციელებლად თქვენთვის საჭირო მიმართულებებში:
• თვითკმარი მეს აღმოჩენა
• მოტივაციის ამაღლება
• მიზნების პრიორიტეტიზაცია და დაგეგმარება
• ფუნდამენტალური ღირებულებების აღმოჩენა
• ურთიერთობები და კომუნიკაცია
OKAYNESS - თან ერთად აღმოაჩენ შენს დაფარულ რესურსებს.